
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. ზოგადი პირობები
1.1. https://www.cmgeorgia.ge/ (შემდგომში - “ვებსაიტი“) წარმოადგენს შპს „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია“ (ს/კ 406338011; იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის #142; ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 591 40 85 55 ; შემდგომში - „კომპანია“) ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც „მომხმარებელს“ ეძლევა შესაძლებლობა, რომ მოიძიოს და დაათვალიეროს „კომპანიის“ მიერ განთავსებული პროდუქტი, მომსახურება და სიახლეები.
1.2. წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში - „წესები და პირობები“) არეგულირებს ვებსაიტის მფლობელს - ,,ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია’’ და მომხმარებელს/კლიენტს შორის ურთიერთობას.
1.3. „კომპანია“ “კლიენტთან“ ურთიერთობას წარმართავს „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძელზე და სრულად იზიარებს “კლიენტის“ პატივისცემაზე დამყარებულ ქცევის კულტურას. ამასთანავე, „კომპანია“ სრულად კრძალავს სამომხმარებლო ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას.
2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
„ვებსაიტი“ - https://www.cmgeorgia.ge/ - ,,ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია’’ საიტი, რომლის მეშვეობითაც კლიენტს ეძლევა შესაძლებლობა დაათვალიეროს და მიიღოს ინფორმაცია კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებასა და საქონელზე;
„ვებსაიტის მფლობელი“/„კომპანია“/“მოვაჭრე“ - „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია’’ (ს/კ 406338011 იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ბელიაშვილის #142);
„მონაცემთა სუბიექტი“ –ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება შპს ,,ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია’’ მიერ;
პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან /და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან /და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან /და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან /და მხარდაჭერის მიზნით;
„დისტანციური ხელშეკრულება“/“ელექტრონული ხელშეკრულება“ - კლიენტსა და „მოვაჭრეს“ შორის დისტანციური კომუნიკაციის ისეთი საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც არ მოითხოვს „მოვაჭრისა“ და კლიენტის ფიზიკურ თანაყოფობას და რომელზეც სრულად ვრცელდება წინამდებარე წესებისა და პირობების მოქმედება.
„პლატფორმა“ - კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა.
3. „ვებსაიტით“ სარგებლობის პირობები
3.1. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს ვებსაიტით მასზე რეგისტრაციის გარეშე, კერძოდ, დაათვალიეროს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია, მათი მახასიათებლები, გაეცნოს კომპანიის შესახებ არსებულ სიახლეებს და დაინტერესების შემთხვევაში, ნებაყოფლობით მიაწოდოს კომპანიას მისი პერსონალური მონაცემები მასთან დაკავშირების და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.
3.2. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კლიენტი ვებგვერდზე უთითებს შემდეგ ინფორმაციას:
საკონტაქტო პირის სახელი, გვარი;
საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი;
იმ კომპანიის საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც წარმოადგენს საკონტაქტო პირი
(იმ შემთხვევაში, თუ საკონტაქტო პირი იურიდიულ პირს წარმოადგენს);
4. კლიენტის განცხადებები და გარანტიები
4.1 წესებსა და პირობებზე თანხმობით, კლიენტი ადასტურებს, რომ:
ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - არის 18 წელს მიღწეული პირი, გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
ბ) აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
გ) გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
დ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
ე) არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის კლიენტი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
ვ) მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის/მოვაჭრის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. კლიენტი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
ზ) იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
თ) თანახმაა ეფექტური მომსახურების გაწევის მიზნით კომპანიამ დაამუშავოს კლიენტის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია.
ი) წინამდებარე განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივად უარის სათქმელად.
5. მხარეთა უფლება-მოვალეობები
5.1 „კომპანია“ უფლებამოსილია:
5.1.1. ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე „წესები და პირობები“ ნებისმიერ დროს და განათავსოს „ვებსაიტზე“ განახლებული წესები და პირობები. “კლიენტის“ მიერ „ვებსაიტის“ შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე.
5.1.2 შეწყვიტოს “კლიენტის“„ვებსაიტთან“ წვდომა ნებისმიერ დროს ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, ავტორიზებული მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს „ვებსაიტს ან თავად „კომპანიას“;
5.1.3 გააკონტროლოს ვებსაიტზე განხორციელებული “კლიენტს“ ყველა ქმედება და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიიღოს შესაბამისი ზომა, მათ შორის, დაბლოკოს “კლიენტი“ და შეუზღუდოს იმავე მონაცემების მქონე პირს ხელახალი რეგისტრაციის უფლება.
5.2. „“კლიენტი“ ვალდებულია:
5.2.1. „სისტემაში" რეგისტრაციის დროს მიუთითოს რეალური, სრულყოფილი, ზუსტი და მხოლოდ მის შესახებ არსებული მონაცემები. აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში თავად აგოს პასუხი „კომპანიის"/“მოვაჭრის“ ან მესამე პირების წინაშე.
5.3. “კლიენტი“ უფლებამოსილია:
5.3.1. ნებისმიერ დროს განაახლოს „ვებსაიტზე“ რეგისტრირებული მონაცემები.
6 პერსონალური მონაცემების დამუშავება/დაცვა
6.1 „კომპანია“ უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე კლიენტის (როდესაც კლიენტს წარმოადგენს ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე) პერსონალური მონაცემების დამუშავებას და დაცვას.
6.2 კომპანია/მოვაჭრე ამუშავებს კლიენტის პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნობრიობით:
კლიენტის თანხმობის შემთხვევაში მარკეტინგული მიზნით სხვადასხვა შეთავაზების გაგზავნა კლიენტისათვის;
კლიენტისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მისთვის საინტერესო პროდუქტის თაობაზე.
6.3 პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს:
მონაცემების სუბიექტის თანხმობა;
კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
6.4 “კლიენტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ფიზიკური პირი, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი „ვებსაიტზე“ რეგისტრაციით თანხმობას აცხადებს და უფლებამოსილებას ანიჭებს „კომპანიას“ შეინახოს და დაამუშაოს რეგისტრაციის დროს „კლიენტის“ მიერ დაფიქსირებული მონაცემები.
6.5 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
ბ) მონაცემთა შეგროვების /მოპოვების წყაროს შესახებ;
გ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
დ) მონაცემთა სუბიექტის ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
ე) მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
ვ) მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
ზ) ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი /სავარაუდო შედეგის თაობაზე.
6.6 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს აღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.
6.7 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან /და მონაცემთა ასლების გაცემისთვის:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური;
ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან /და მოთხოვნის სიხშირის გამო.
6.8. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს აღნიშნულ მონაცემებს ან /და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.
6.9. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან /და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან /და შევსება. მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან /და შეივსოს ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
6.10 თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტისგან დამოუკიდებლად გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან /და არასრულია, აღნიშნული გონივრულ ვადაში გასწორდება, განახლდება ან /და შეივსება მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება მონაცემთა სუბიექტს.
6.11 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. აღნიშნული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა შეწყდება მონაცემთა დამუშავება ან /და მონაცემები წაიშლება ან განადგურდბა ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობება მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტება უარის გასაჩივრების წესი.
6.12 დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, უარი თქვას 6.11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ:
ა) არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
ბ) მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
გ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად;
დ) მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.
6.13 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
6.14 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;
ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;
გ) მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი სჭირდება საჩივრის /სარჩელის წარსადგენად;
დ) მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;
ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა .
6.15 დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს /დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება.
7. "ქუქი" პოლიტიკა
7.1 Cookie ფაილები და მათი გამოყენება
7.1.1 Cookies - იგივე მზა ჩანაწერები, არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ეხმარებიან ვებსაიტს შეუფერხებელ და ეფექტურ ფუნქციონირებაში. ისინი ინახება კლიენტის მოწყობილობაში და სურვილისამებრ შესაძლებელია მათი წაშლა.
7.2 Cookie ფაილების ტიპები:
10.2.1 აუცილებელი Cookie ფაილები საჭიროა ვებსაიტის საბაზისო ფუნქციების მუშაობისათვის, გვერდზე ნავიგაციისა და უსაფრთხო მოხმარებისათვის.
7.2.2 ფუნქციური Cookie ფაილების მთავარი დანიშნულება არის კლიენტის მიერ ვებსაიტზე გაკეთებული ამა თუ იმ არჩევანის დამახსოვრება, რათა მას ყოველ ვიზიტზე ხელახლა არ მოუხდეს ამ არჩევანის გაკეთება,.
7.2.3 ანალიტიკური ტიპის Cookie ფაილები აგროვებენ ინფორმაციას ვებგვერდისა და მისი კლიენტის ქცევის შესახებ. იმის მიხედვით თუ ვებგვერდის რომელ ნაწილთან და სეგმენტთან აქვს კლიენტს ესა თუ ის ინტერაქცია.
7.3 Cookie ფიალების წაშლა - Cookie ფაილების წაშლა ხდება კლიენტის მოწყობილობაში არსებული ვებ-ბრაუზერის პარამეტრებიდან. Cookie ფაილების წაშლის შემდგომ ვებსაიტი ხელახლა მოითხოვს თანხმობას Cookie პოლიტიკასა და გამოყენების წესებზე თანხმობას.
8. დასკვნითი დებულებები
8.1 წინამდებარე წესები და პირობები განთავსებულია ვებსაიტსზე და გამოქვეყნების მომენტიდან სავალდებულოა ყველა იმ კლიენტისთვის/მომხმარებლისთვის, რომელიც უკვე რეგისტრირებულია ვებსაიტსზე. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დოკუმენტში კლიენტის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და აღნიშნული პლატფორმით შეთავაზებული მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება კლიენტის მხრიდან ცვლილებებზე თანხმობად.
8.2 წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
8.3 ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
8.4 კლიენტი უფლებამოსილია წარუდგინოს კომპანიას/მოვაჭრეს პრეტენზია ზეპირი ან წერილობითი ფორმით. ზეპირი ფორმით პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია კომპანიის/მოვაჭრის ცხელ ხაზზე, ხოლო წერილობითი ფორმით პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში კლიენტი უფლებამოსილია მიმართოს კომპანიას/მოვაჭრეს მის იურიდიულ მისამართზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
8.5 კომპანია განიხილავს კლიენტის მიერ დაფიქსირებულ პრეტენზიას შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში და კომუნიკაციის იმავე ფორმის გამოყენების გზით შეატყობინებს კლიენტს დაფიქსირებული პრეტენზიის განხილვის შედეგებს.