გადამტვირთველი BMF 2500 S
BMF 2500 S ეფექტურად უმკლავდება მასალების მიწოდებას, მუშაობს შეუფერხებლად და არის მძლავრი გადამტვირთველი. მოდელს შეუძლია 27 ტონა მასალის - ქვიშა-ხრეშის ან ასფალტის გადატვირთვა სულ რაღაც 35 წამში. ეს ამცირებს შეფერხების დროს და ზრდის პროდუქტიულობას, რაც საბოლოოდ ამცირებს საოპერაციო ხარჯებს.
ინფორმაცია პროდუქტის შესახებ
ტექნიკური მახასიათებლები
აღწერა
გამძლე, ჯაჭვით გამაგრებული კონვეიერის ლენტი არ საჭიროებს ხშირ დაჭიმვას და უზრუნველყოფს მასალის თანმიმდევრულ მიწოდებას. ტექნიკა მუშაობს ყველა ტემპერატურაზე და არ საჭიროებს ოპერაციის დროს კორექტირებას. მტკიცე საფხეკები უზრუნველყოფს კონვეიერის ლენტის საფუძვლიანად გაწმენდას, რაც ხელს უშლის მასალის დაგროვებას.
დისტანციის ავტომატური კონტროლი უზრუნველყოფს მასალის უსაფრთხოდ მიწოდებასა და ავარიების თავიდან აცილებას. გარდა ამისა, ლენტი უზრუნველყოფს მოქნილობას, შედეგად ტექნიკა მარტივად ერგება სხვადასხვა ტიპის სამუშაო პირობებს. BOMAG Telematics დაგეხმარებათ აკონტროლოთ ტექნიკის მონაცემები რეალური დროში და გააუმჯობესოთ ოპერაციული ეფექტიანობა. ფუნქციების ეს კომბინაცია ხელს უწყობს შეფერხების დროის შემცირებას, მასალების დამუშავების გაუმჯობესებასა და მთლიანი პროცესის გამარტივებას.
კონვეიერის ლენტის ვარიანტები: ხელმისაწვდომია კონვეიერის ლენტის სამი ვარიანტი:
1. BMF 2500 S მოკლე ლენტი
2. BMF 2500 M საშუალო სიგრძის ლენტი
BMF 2500 S ოფსეტური კონვეიერის ლენტი მოკლე ვერსიისთვის.