ერთდოლურიანი გრუნტის სატკეპნი BW 213 PDH-5
BW 213 PDH-5 არის სატკეპნი, რომელიც შექმნილია რთული სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, განსაკუთრებით ეფექტიანია ციცაბო ფერდობებსა და რთულ რელიეფებზე. იწონის 13,830 კგ-ს და აქვს მძლავრი 115 კვტ ძრავა, რაც იდეალურია ფართომასშტაბიანი პროექტებისთვის.
ინფორმაცია პროდუქტის შესახებ
ტექნიკური მახასიათებლები
აღწერა
სატკეპნს შეუძლია 60%-მდე დახრილობის ფერდობებზე ასვლა. მარტივად მოსავლელი კომპონენტებით აგებული მოდელი, ამცირებს შეფერხების დროს და არის საიმედო არჩევანი ხანგრძლივი გამოყენებისთვის.
BOMAG ECONOMIZER-ით ოპერატორებს შეუძლიათ რეალურ დროში აკონტროლონ რამდენად კარგად იტკეპნება ნიადაგი, რაც უზრუნველყოფს ზუსტ შედეგებს და აღმოფხვრის განმეორებითი დატკეპნის საჭიროებას. BOMAP სისტემის დახმარებით შეგეძლებათ აკონტროლოთ დატკეპნის პროგრესი, რაც ხელს უწყობს დროის დაზოგვას. ECOMODE ფუნქცია ამცირებს საწვავის მოხმარებას და ხმაურს 30%-მდე. კომფორტული კაბინა უზრუნველყოფს კარგ ხილვადობას და ზრდის პროდუქტიულობას.