HS 8100.1

მუხლუხა ამწე სამუშაო ციკლით

წარმატებული HS 8100.1 სამუშაო ციკლის მქონე მუხლუხა ამწე არის შესანიშნავი მანქანა ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, რომლებიც დაკავშირებულია გრეიფერით „გრუნტში კედლის“ (საძირკვლის ტიპი) მოსაწყობ სამუშაოთა წარმოებასთან. უახლესი ვერსია, 100 ტონა ტვირთამწეობით, მოიცავს მიზნობრივ გაუმჯობესებას წარმადობის და სამუშაო პროცესის ეფექტურობის თვალსაზრისით. ჰიდრავლიკური მუხლუხა ამწე HS 8100.1 აღჭურვილია Liebherr-ის განახლებული დიზელის ძრავით, რომელიც სრულად შეესაბამება გამონაბოლქვის უახლეს სერტიფიკატს, წარმოქმნის ნაკლებ ხმაურს და მოიხმარს საწვავის მცირე რაოდენობას. ოპტიმიზებული ჰიდრავლიკა უზრუნველყოფს ბრუნვის მომატებულ სიჩქარეს წინა HS 855 HD მოდელთან შედარებით. გარდა „გრუნტში კედლის“ მოსაწყობი სამუშაოებისა, შესაძლებელია მისი გამოყენება მილების ასაწევ და ჩასალაგებელ დამატებით მოწყობილობასთან ერთად. HS 8100.1 ასევე ხშირად გამოიყენება დასატვირთ-განსატვირთი სამუშაოების შესასრულებლად სხვადასხვა მოსაჭიდებელი მოწყობილობებით და დრაგლაინის ჩამჩებით, ასევე შენობათა სადემონტაჟო სამუშაოებისთვის ან გრუნტის დინამიკური დატკეპნისათვის.

 

  • მაქსიმალური ტვირთამწეობა: 100 ტ
  • ძრავის სიმძლავრე: 390 კვტ
  • ჯალამბარის (ტვირთამწევი დანადგარის) მაქსიმალური წევის ძალვა: 2 x 275 კნ
  • მთავარი ისრის მაქსიმალური სიგრძე: 59.00 მ
დაუკავშირდი მენეჯერს დაუკავშირდი მენეჯერს

მზგავსი მოდელები

HS 8040.1

  • მაქსიმალური ტვირთამწეობა: 40 ტ
  • ძრავის სიმძლავრე: 230 კვტ
  • ჯალამბარის (ტვირთამწევი დანადგარის) მაქსიმალური წევის ძალა: 2 x 120 კნ
  • მთავარი ისრის მაქსიმალური სიგრძე: 41.00 მ

HS 8070.1

  • მაქსიმალური ტვირთამწეობა: 70 ტ
  • ძრავის სიმძლავრე: 320 კვტ
  • ჯალამბარის (ტვირთამწევი დანადგარის) მაქსიმალური წევის ძალვა: 2 x 200 კნ
  • მთავარი ისრის მაქსიმალური სიგრძე: 50.00 მ

HS 8130.1

  • მაქსიმალური ტვირთამწეობა: 130 ტ
  • ძრავის სიმძლავრე: 565 კვტ
  • ჯალამბარის (ტვირთამწევი დანადგარის) მაქსიმალური წევის ძალვა: 2 x 350 კნ
  • მთავარი ისრის მაქსიმალური სიგრძე: 53.00 მ
callback