მუხლუხა ამწე
HS 8130.1 სამუშაო ციკლით აღჭურვილი მუხლუხა ამწე 130 ტონა ტვირთამწეობით, ნათლად ახდენს საკუთარ შესაძლებლობების დემონსტრირებას ღრმა საძირკვლების სექტორში. გარსაცმის ოსცილატორთან და მისამაგრებელ, დარტყმითი მოქმედების გრეიფერთან ერთად, ამ ძალურმა დანადგარმა ბრწყინვალე რეპუტაცია მოიპოვა ბაზარზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუშაობის და უსაფრთხოების ოპტიმიზაციას. ზედა ვაგონი აღჭურვილია მოაჯირებით, სავალი ბილიკებით და საყრდენი სადგამებით, რაც უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას სამუშაო ობიექტზე. ახლად შემუშავებული V8 დიზელის ძრავა უზრუნველყოფს საწვავის შემცირებულ მოხმარებასა და ნაკლები ხმაურის გამოყოფას. ოპტიმიზებული ჰიდრავლიკური სისტემის წყალობით, მუხლუხა ამწე დასატვირთ-განსატვირთი სამუშაოების შესრულების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს, ვიდრე მისი აღიარებული წინამორბედი HS 885 HD. HS სერია განკუთვნილია სპეციალური დინამიკური ამოცანების გადასაწყვეტად. ტიპური გამოყენების სფეროებია ღრმა საძირკვლის მოსაწყობი სამუშაოები გარსაცმის ოსცილატორის, ჰიდროფრეზის, „გრუნტში კედლის“ გრეიფერის გამოყენებით, ან გრუნტის დინამიკური დატკეპნა. გარდა ამისა, დასატვირთ-განსატვირთი სამუშაოები მოიცავს გრეიფერების, დრაგლაინის ჩამჩების გამოყენებას, ასევე წყალქვეშა მიწასახაპ ჩასაღრმავებელ სამუშაოებს.