
Liebherr-ის ახალი მოდელი Bauma 2025 შოუზე
ფლაგმანური სამთო-მომპოვებელი ბულდოზერი - PR 776
- Liebherr PR 776 Generation 8 (G8) Crawler Dozer ჰიდროსტატიკური ტრანსმისიით ადგენს ეფექტიანობის ახალ სტანდარტებს
- Liebherr Connect-ისა და Liebherr Remote Control-ის (LiReCon) გამოყენებით, 70 ტონიანი PR 776 G8-ის კონტროლი შესაძლებელია დისტანციურადაც. ეს უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და მუშაობის კომფორტს
Bauma 2025-ზე Liebherr წარმოგიდგენთ ფლაგმანურ სამთო-მომპოვებელ ბულდოზერს, მერვე თაობის PR 776 Crawler Dozer-ს, რომელიც სრულად არის აღჭურვილი სამთო და საკარიერო სამუშაოების მოთხოვნების შესაბამისად. 2021 წლის დასაწყისში გამოშვებულ ახალ PR 766 G8-თან და უფრო პატარა PR 756 G8-თან ერთად, Liebherr აფართოებს უახლესი სამთო ბულდოზერების ყოვლისმომცველ ასორტიმენტს.
38 ლ/სთ საწვავის საშუალო მოხმარებით, Liebherr ადგენს მაინინგის მიმართულებით მასალების ეკონომიური დამუშავების ახალ სტანდარტებს. დამხმარე სისტემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ახალი ტექნიკისთვის, მუშაობას უფრო ეფექტიანსა და მოსახერხებელს ხდის.
Liebherr OAS – ოპერატორის დახმარების სისტემები
ახალი 70 ტონიანი PR 776 Generation 8 აღჭურვილია ოპერატორის დახმარების მოწინავე სისტემებით (OAS), რომელიც ადრე მხოლოდ მცირე ზომის მოდელებზე იყო ხელმისაწვდომი. დამხმარე სისტემები გთავაზობთ მძღოლის მხარდაჭერის ორ დონეს: Free Grade დანის აქტიური სტაბილიზაციისთვის fine grading-ის დროს და Definition Grade დანის ავტომატური პოზიციონირებისთვის 2D დამუშავებული ზედაპირების შექმნისთვის. ახალი Auto Blade Pitch Assistance System-ით, ოპერატორს შეუძლია შეინახოს და შემდეგ, ღილაკზე ერთი შეხებით გამოიძახოს დანის სამი პოზიცია. პოზიცია 1 გთავაზობთ ოპტიმალურ სიმძლავრის გადანაწილებას პოზიცია 2 - მასალის ტრანსპორტირების ოპტიმიზაციას და პოზიცია 3 ხელს უწყობს დანის სწრაფ დაცლას ბულდოზერის მკვეთრი ვიბრაციის მეშვეობით PR 776 G8-ის ოპერატორის დახმარების მოწინავე სისტემები არა მხოლოდ ზრდის ეფექტურობას და კომფორტს, არამედ პროდუქტიულობასაც.
საიმედოობა: Liebherr-ის მიერ დამზადებული გამძლე კომპონენტები
ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, Liebherr-ის დიზელის ძრავებმა ადგილი დაიმკვიდრა სამშენებლო მანქანებში. უმძიმესი ოპერაციული პირობებისთვის შექმნილი ძრავები და კომპონენტები, მათი მტკიცე კონსტრუქციითა და თანამედროვე ტექნოლოგიით უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას და ხანგრძლივ მომსახურებას. Liebherr-ის ცნობილი ჰიდროსტატიკური ამძრავი სისტემა გამორიცხავს ისეთი კომპონენტების მაღალ ცვეთას, როგორიცაა გადაცემათა კოლოფი ან მუხრუჭები. მაღალი ხარისხის ჰიდრავლიკური ტუმბოები და ძრავები თითქმის მთლიანად მექანიკური ცვეთის გარეშე მუშაობს და გთავაზობთ განსაკუთრებულ საიმედოობას. მუხლუხა ბულდოზერებისთვის Liebherr გთავაზობთ ქარხნულად მორგებულ, საველე პირობებში გამოცდილი აღჭურვილობის პაკეტების ფართო არჩევანს სხვადასხვა კლიმატური პირობებისთვის.
მარტივი მეინთენანსი
Liebherr-ის PR 776-ის მთავარი მახასიათებლები სერვისზე ოპტიმალური წვდომა და ტექნიკური მომსახურების გახანგრძლივებული ინტერვალებია. ცენტრალიზებული ტექნიკური მომსახურების წერტილები, ფართოდ გახსნილი ლუქები, მძღოლის დახრილი კაბინა და გაგრილების არჩევითი სისტემა, ხელს უწყობს ახალი მუხლუხა ბულდოზერის სწრაფ მოვლასა და მარტივ მომსახურებას. მერვე თაობის ბულდოზერი ასევე ცნობილია ჰიდრავლიკური და ძრავის ზეთის შეცვლის განსაკუთრებით დიდი ინტერვალებით. Liebherr Plus ზეთების გამოყენებისას, ეს ინტერვალები, რეგულარული შემოწმებით, შეიძლება გახანგრძლივდეს 8000 სამუშაო საათამდე.
მძღოლის მაქსიმალური კომფორტი, როგორც სტანდარტი
Liebherr-ის სამთო-მომპოვებელი ბულდოზერები გთავაზობთ მაღალი კლასის კომფორტულ კაბინას. კაბინა გამოირჩევა კომფორტითა და მართვის სიმარტივით. ROPS/FOPS სისტემები და პანორამული ფანჯრები დანასა და ripper-ზე 360-გრადუსიანი ხილვადობით, ზრდის უსაფრთხოებას.