menu
arrow

მენიუ

close
logo
შეთავაზებებისიახლეებივლოგიჩვენ შესახებკონტაქტი
menuIcon
close

მენიუ

შეთავაზებებისიახლეებივლოგიჩვენ შესახებკონტაქტი
logologo
menu-iconკატეგორიები
0
გაყიდვების მენეჯერი0322 24 44 66
logo
menu
arrow

მენიუ

close
logo
სამშენებლო ტექნიკასაგზაო ტექნიკაინფრასტრუქტურულისამთო-მომპოვებელისაპორტო გადამზიდველიამწე

„თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანია Construction Machinery Georgia დაარსდა 2022 წელს და არის წამყვანი ევროპული საგზაო-სამშენებლო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი. CMG-ის პორტფელი მოიცავს Liebherr-ს, Berco-სა და უმსხვილეს ფრანგულ ჯგუფში, FAYAT GROUP-ში, შემავალ BOMAG-სა და MARINI-ს.
...მეტის ნახვა
logo

დროა აირჩიო ხარისხი

პროდუქტები

სამშენებლო ტექნიკასაგზაო ტექნიკაინფრასტრუქტურულისამთო-მომპოვებელი

ჩვენ შესახებ

კომპანიის შესახებშეთავაზებებივლოგისიახლეები

კონტაქტი

0322 24 44 66[email protected]აღმაშენებლის ხეივანი #129, თბილისი, საქართველო
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დაარსდა 1869 · Copyright 2025
საჩუქარი LIEBHERR-ის კომპანია CMG-სგან

საჩუქარი LIEBHERR-ის კომპანია CMG-სგან

06 თებერვალი, 2025

შეთანხმებას წინ უძღოდა ერთწლიანი მოლაპარაკება

Construction Machinery Georgia-მ, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ, შპს Davax-ს, წამყვან სომხურ დეველოპერულ კომპანიას, გადასცა LIEBHERR-ის სამთო-მომპოვებელი ბულდოზერი.  

ორივე მხარისთვის უპრეცედენტო შეთანხმებას წინ უძღოდა ერთწლიანი მოლაპარაკება. სხვადასხვა ფაქტორების გამო, სომხურ კომპანიას, რომელიც 10 წელზე მეტია უძრავი ქონების ბიზნესში მოღვაწეობს და მაღალი საიმედოობით გამოირჩევა, ახალი სამუშაო პრაქტიკის გამოგონება მოუწია. ადგილზე რთული რელიეფური პირობების გამო, საჭირო გახდა კარიერის მოპოვების მეთოდის შეცვლა.

Construction Machinery Georgia-ს გუნდი შესანიშნავად გაუმკლავდა შპს Davax-ის ურთულეს ტექნიკურ დავალებას და კომპანიას წარუდგინა ევროპელი პარტნიორის უნიკალური მოდელი PR776. ეს არის ყველაზე დიდი ბულდოზერი LIEBHERR-ის საწარმოო ხაზში, 75 ტონა საოპერაციო წონითა და 22 კუბური მეტრი ფრონტალური დანის მოცულობით.

საჩუქარი LIEBHERR-ის კომპანია CMG-სგან

ნიკა აბესაძე, Construction Machinery Georgia-ს კომერციული დირექტორი: 
„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, როგორც თეგეტასთვის, ისე LIEBHERR-ისთვის, რადგან ასეთი კლასის ბულდოზერის რეალიზაციის პირველი შემთხვევაა ჩვენს ბაზარზე.”
ერთწლიანი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში იმან, რომ სომხურმა მხარემ არჩევანი გააკეთა ხარისხიან შეთავაზებასა და მომსახურებაზე და ენდო ჰოლდინგის გამოცდილებას ამ მიმართულებით. ამ სფეროში გაყიდვების შემდგომი მომსახურება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. Construction Machinery Georgia-ს დიდი სასაწყობე მარაგი, მრავალპროფილური სერვისი და სპეციალისტების გუნდი კი კომპანიისთვის გარანტიაა წარმატებული საქმიანობისა. თავად LIEBHERR, როგორც პირველ სამეულში შემავალი ყველაზე დიდი მოთამაშე ამ ინდუსტრიაში, მისი ავტორიტეტი და ჩვენი ერთწლიანი დაუღალავი შრომა, დამკვეთის მოთხოვნის ზუსტად გაგება, გააზრება და სწორი პროდუქტის შეთავაზება გახდა, ასევე,  შეთანხმების წარმატებით დაგვირგვინების მიზეზი“.

შპს Davax ფლობს სამთო-მომპოვებელ კომბინატს, სადაც ინერტული და სამშენებლო მასალების მოპოვება და გადამუშავება ხდება ღია კარიერული მეთოდებით. საკარიერო სამუშაოების სტანდარტული პრაქტიკა გულისხმობს, რელიეფისა და გეოლოგიის კვლევის შემდეგ, აფეთქებას. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქებით მიღებული მასის დამუშავება უფრო მოსახერხებელი და მარტივი პროცედურაა, კარიერის მდებარეობა ერევნის გარეუბანში დამატებით გამოწვევებს ქმნიდა უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ახლად მიღებული რეგულაციების გამო, სომხურ დეველოპერულ კომპანიას საკარიერო მოპოვების პროცესის კორექტირება მოუწია. LIEBHERR PR776 ბულდოზერმა, LIEBHERR-ის ყველაზე დიდმა მოდელმა, გადაჭრა შპს Davax-ის რთული ტექნიკური პრობლემა. მას შეუძლია ზედა ფენის გაფხვიერება ერთკბილიანი გამაფხვიერებლით და მიღებული მასის გადატანა.

LIEBHERR PR776-ის მოწინავე ტექნოლოგია და ჰიდროსტატიკური ამძრაობა მას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს კონკურენტებთან შედარებით. ჩვეულებრივი ტრანსმისიისგან განსხვავებით, ჰიდროსტატიკური ტრანსმისია უზრუნველყოფს ენერგიის უწყვეტ და გლუვ გადაცემას ძრავიდან მუხლუხებამდე. მაღალტექნოლოგიური ჰიდრავლიკური სისტემა და ძრავა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას, როგორც საწვავის მოხმარების, ასევე ენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით.

დეველოპერულ ინდუსტრიაში ათწლეულის გამოცდილებით, შპს Davax სომხურ ბაზარზე პოზიციონირდება, როგორც პრემიუმ მშენებლობის ლიდერი კომპანია. კომპანია ამ ეტაპზე დაკავებულია ელიტარული უბნის მშენებლობით, რომელიც  ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრემიუმ კომპლექსად მიიჩნევა. საერთო მიდგომებითა და ღირებულებებით, შპს Davax ქართულ მხარეს ამ სფეროში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს.

წინა

CMG-ისა და Marini-ის ერთობლივი სემინარი

შემდეგი

Liebherr-ის ახალი მოდელი Bauma 2025 შოუზე