გაეცანით Bauma-ს წარმატების ისტორიას

გაეცანით Bauma-ს წარმატების ისტორიას

გაზაფხულის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა 1954 წელს

Bauma-ს წარმატების ისტორია იწყება 1954 წელს სამშენებლო ტექნიკის გაზაფხულის გამოფენით. გამოფენა-გაყიდვა, რომელიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ პატარა იყო, ყოველწლიურად იმართებოდა Theresienhöhe რაიონში, მიუნხენის შუაგულში. გამოფენის 58 მონაწილე თავიანთ პროდუქტს წარმოადგენდა 12 000 კვ.მ.-ზე 9 დღის განმავლობაში და გამოფენას სტუმრობდა 8000-მდე დამთვალიერებელი. გამოფენა-გაყიდვა ფოკუსირდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რთული სამშენებლო სამუშაოების სპეცტექნიკით გამარტივებასა და ძალისხმევის შემცირებაზე. 1956 წელს, პირველი გამოფენა-გაყიდვიდან ორი წლის შემდეგ, Liebherr წარმოდგენილია, როგორც გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე. კომპანიის დაარსებიდან მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ უკვე შეუძლია სამშენებლო ტექნიკის შთამბეჭდავი ასორტიმენტის გამოფენა. გარდა კოშკურა ამწეებისა, Liebherr წარმოადგენდა L 300-ს, ერთ-ერთ პირველ ჰიდრავლიკურ ექსკავატორს ევროპაში.

გამოფენით დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ ვიზიტორების რიცხვი საგრძნობლად იზრდება 1957 წლისთვის. 1959 წელს გამოფენა-გაყიდვას ეწოდა "გერმანული სამშენებლო ტექნიკის გამოფენა", რადგან გერმანულ სამშენებლო მანქანებზე მოთხოვნა საზღვარგარეთ გაიზარდა. ამ დროისთვის 76 000 კვ.მ.-მდე გაფართოვდა საგამოფენო სივრცე, ხოლო მონაწილეების რაოდენობამ 320-ს მიაღწია. 
წლებთან ერთად, კიდევ უფრო გაიზარდა დიდ სივრცეზე მოთხოვნა, შესაბამისად 1961 წელს გამოფენა-გაყიდვა გადავიდა Theresienwiese-ში და მოიცვა 180 000 კვ.მ. ფართობი. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, 1962 წელს Bauma გადადის Oberwiesenfeld-ში და საგამოფენო ფართობი კვლავ ფართოვდება 200 000 კვ.მ.-მდე.

გაეცანით Bauma-ს წარმატების ისტორიას

Bauma Messe München-ის მმართველობაში გადადის
1967 წელს Bauma-ს გამოფენა-გაყიდვა Messe München-მა დააორგანიზა და ბოლოჯერ ჩატარდა Oberwiesenfeld-ში. ამის მიზეზი კი, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების სპორტული ობიექტების მშენებლობა გახდა. ხუთი წლის შემდეგ Bauma მთლიანად Messe München-ის მმართველობის ქვეშ გადადის.
1969 წელს გამოფენა-გაყიდვა ბრუნდება Theresienwiese-ში და მას შემდეგ ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ამ წელს გამოფენას ვიზიტორები 50 სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობს. Bauma 1971 წელს გადაიქცა სამშენებლო ტექნიკის მსოფლიოში უდიდეს გამოფენად: 20 ქვეყნის 824 მონაწილე თავიანთ პროდუქციას სწორედ აქ წარადგენს.
1975 წელს Bauma გაუქმდა გერმანელი წარმომადგენლების ზეწოლის გამო, რაც გამოწვეული იყო სამშენებლო ინდუსტრიის რეცესიით. 1977 წლიდან იმართება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ Intermat-ისა (საფრანგეთი) და Conexpo-ის (აშშ) მონაცვლეობით. ამ პერიოდში, 317 000 კვ.მ. საგამოფენო სივრცეში 963 მონაწილე წარადგენს საკუთარ სამშენებლო ტექნიკას და იზიდავს 135 000 სტუმარს 81 ქვეყნიდან.

გაეცანით Bauma-ს წარმატების ისტორიას

გარემო ხდება მნიშვნელოვანი
1980-იან წლებში სამშენებლო ინდუსტრიაში, გარემოსდაცვითი ასპექტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან სამშენებლო ტექნიკა ხშირად გამოიყენება ურბანულ გარემოში. გამოფენა-გაყიდვის მუდმივი გაფართოების გამო, საგამოფენო სივრცე Theresienwiese აღწევს თავის ზღვრებს. სწორედ ამიტომ, გამოფენა იქ ბოლოჯერ 1995 წელს ჩატარდა, სანამ 1998 წელს Munich-Riem-ში გადავიდა. იქ ხელმისაწვდომი საგამოფენო სივრცე 30-ჯერ აღემატება სადებიუტო გამოფენის ტერიტორიის ფართობს. 
2004 წელს შოუს დაემატა Bauma Mining, რამაც იგი სამშენებლო მასალების, სამშენებლო და სამთო ტექნიკის მსოფლიოს მასშტაბის გამოფენა-გაყიდვად აქცია. 500 000 კვ.მ. საგამოფენო სივრცით, Bauma არის უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

გაეცანით Bauma-ს წარმატების ისტორიას

თავდაჯერებულობა გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ
გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან ერთი წლის შემდეგ, Bauma 2010 ხასიათდება მზარდი თავდაჯერებულობით. საგამოფენო სივრცე მოიცავს 555 000 კვ.მ.-ს. გამოფენის მონაწილეთა ნახევარს აქვს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი. ამას ადასტურებს მონაწილე კომპანიების გაყიდვების რაოდენობა, რომელმაც გადააჭარბა მოლოდინებს. Liebherr-იც ხედავს აღმავლობის პირველ ნიშნებს გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ და ცდილობს არ გადაუხვიოს მიზნებს კრიზისის დროსაც კი. 
2013 წელს გაიმართა Bauma-ს 30-ე საიუბილეო გამოფენა, რომელიც ხაზს უსვამს მის მყარ პოზიციას სამშენებლო ტექნიკისა და სამთო მწარმოებლების ინდუსტრიაში.

2022 წელს მსოფლიოში წამყვანი სამშენებლო და სამთო ტექნიკისა და მასალების გამოფენა-გაყიდვა კორონა ვირუსის პანდემიის გამო აპრილის ნაცვლად ოქტომბერში გაიმართება. მდგრადობა, მოწინავე ტექნოლოგიები, ციფრული სისტემები და ნულოვანი გამონაბოლქვისკენ სწრაფვა არის გამოფენის მთავარი და მნიშვნელოვანი თემები. Liebherr წარადგენს 70-ზე მეტ ექსპონატს 15 000 კვადრატული მეტრის საგამოფენო ფართობზე.