Liebherr-ის ყველაზე მცირე ზომის მუხლუხა ექსკავატორი R 914 Compact აღჭურვილია მძლავრი დიზელის ძრავით და განსაკუთრებით მაღალი ამოთხრითი სიმძლავრით. ჰიდრავლიკური სისტემის არაჩვეულებრივი მგრძნობელობა საშუალებას აძლევს ოპერატორს სიზუსტით იმუშაოს მაღალი სიჩქარით მოძრაობის დროსაც კი. ხოლო სულ რაღაც 1,55 მ-ის მოკლე მობრუნების რადიუსი უზრუნველყოფს როგორც ოპერატორის, ასევე მანქანის უსაფრთხოებას.