BOMAG-ის ტანდემური ჰიბრიდული სატკეპნი ახალ სტანდარტებს ქმნის ასფალტის ტკეპნის სამუშაოებში. ის აღჭურვილია ინდივიდუალურად კონფიგურირებადი სენსორული ეკრანით, რომელიც კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის ტექნიკის ექსპლუატაციას.
ტკეპნის სისტემის, ასფალტ მენეჯერის (ASPHALT MANAGER) მეშვეობით, დატკეპნის სასურველი შედეგის მიღწევა განსაკუთრებით სწრაფად და ეფექტურად ხდება. პარამეტრების დაყენება ძალიან მარტივია - ოპერატორს მხოლოდ დასაგები ასფალტის სისქის შერჩევა სჭირდება.
სატკეპნის ყველა ფუნქცია და აღჭურვილობა უმცირეს დეტალებამდეა გააზრებული. საჭის მობრუნების მექანიზმით აღჭურვილი BOMAG-ის ტანდემური სატკეპნი საიმედო, გამძლე და განსაკუთრებით ეფექტურია ECOMODE/ECOSTOP (ეკორეჟიმი/ეკოსტოპი) სისტემის და ოპციური ჰიბრიდული ტექნოლოგიის წყალობით