R 9150 შექმნილია იმისათვის, რომ აჯობოს ყველა კონკურენტს 100-ტონიანთა კლასის მაინინგ ექსკავატორების ბაზარზე. R 9150, როგორც სრულყოფილი დამტვირთველი 50 ტონიდან 100 ტონამდე ტვირთამწეობის თვითმცლელებისთვის, საკუთარ მომხმარებელს გამოყენების ფართო სპექტრს სთავაზობს. გაუმჯობესებული R 9150 არის საყოველთაოდ აღიარებული Liebherr R 984C-ის ღირსეული მემკვიდრე. როგორც ყველაზე მძლავრი ექსკავატორი 100-ტონიანთა კლასის მაინინგის და სამთო ტექნიკის ბაზარზე, იგი უზრუნველყოფს საექსკავაციო სამუშაოების უმაღლეს ეფექტურობას და სამუშაო ციკლის ოპტიმალურ ხანგრძლივობას.