ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

Construction Machinery Georgia რეგიონის მასშტაბით წარადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Liebherr, Bomag და Fayat group-ის წევრი კომპანია Marini

LIEBHERR გერმანული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე წამყვან ადგილს იკავებს სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის წარმოების სფეროში. მის მიერ წარმოებული ტექნიკა და მიწოდებული სერვისები ყოველთვის ბრენდის იდენტობასთან არის დაკავშირებული და მიჰყვება მაქსიმალურად ხარისხიან და ეფექტურ სტანდარტებს, რომლებიც კომპანიისთვის და მომხმარებლების ბიზნესსაქმიანობისთვის პრიორიტეტულია.

გერმანული კომპანია BOMAG ლიდერია საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით. კომპანია აწარმოებს ვიბრაციულ სატკეპნებს, გზის დამგებ მოწყობილობებს და ყველა სხვა მანქანა-დანადგარს, რომლებიც გზების მშენებლობისა და შემდგომი მომსახურების სრულ დიაპაზონს ფარავს. BOMAG-ის ოფიციალურ იმპორტიორს წარმოადგენს კომპანია Construction Machinery Georgia. 

MARINI ლიდერია ასფალტის, ცივი ასფალტის წარმოების, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა წარმოების ეფექტიანობით, რომელიც ხარისხისა და სიზუსტის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და სრულად შეესაბამება გარემოს დაცვის რეგულაციებს. დღეისათვის კომპანიას 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული.

callback