LH 60 M High Rise Industry განკუთვნილია არა მხოლოდ მძიმე ტვირთების დასამუშავებლად ჯართის და ხე-ტყის სფეროში, არამედ საპორტო ტვირთებთან დაკავშირებულ ოპერაციებშიც. ეს ახალი დასატვირთ-განსატვირთი მანქანა აღჭურვილია დაპატენტებული Liebherr ERC სისტემით (ენერგიის აღდგენის სისტემა), რომელიც ხელს უწყობს მის წარმადობას და ასევე ზოგავს საწვავს. შედეგად, მნიშვნელოვნად იზრდება დასატვირთ-განსატვირთი სამუშაოების წარმადობა და მანქანის ეკონომიურობა. მანქანის საკიდი აღჭურვილობა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ვერსიაში და, შესაბამისად, ყოველთვის ოპტიმალურად შეესაბამება მომხმარებლის კონკრეტულ მოთხოვნებს.