BMF 2500 S FLEXMIX

ტექნოლოგია FLEXMIX უზრუნველყოფს გადამტვირთველში მოხვედრილი ასფალტის გადარევას, შედეგად ასფალტის მასაში მიიღწევა თანაბარი ტემპერატურა დაგებამდე.

გადამტვირთველის მიმღებ ბუნკერში მოთავსებულია ორი კონუსური მიქსერი, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული ასფალტის ნარევის გადარევას და დამატებით ოფციის სახით  გადამტვირთველის მოკლე ლენტის ბოლოს შესაძლებელია მოთავსდეს დამატებითი კონუსური მიქსერი, რომელიც კიდევ ერთხელ მოახდენს გადარევას. 

გადამტვირთველის სიმძლავრიდან გამომდინარე, შესაძლებელია 27 ტონა მასალის - ქვიშა-ხრეშის ან ასფალტის გადატვირთვა სულ რაღაც 35 წამში. ეს ახდენს დროის ეკონომიას და ამცირებს წარმოების ხარჯებს. ლენტური კონვეიერის ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა: ჯაჭვით გაძლიერებული ლენტური კონვეიერი უზრუნველყოფს საიმედო, შეუფერხებელ მუშაობას. იგი არ საჭიროებს დამატებით დაჭიმვას ექსპლუატაციის დროს და არ არის დამოკიდებული ტემპერატურაზე. გორგოლაჭოვანი ჯაჭვი უზრუნველყოფს მასალის საიმედო გადატვირთვას 4000 ტონა/საათში წარმადობით. მძლავრი საფხეკები საიმედოდ ასუფთავებს კონვეიერს. ასაწყობი კონსტრუქციის წყალობით, დასუფთავება ხორციელდება კონვეიერის ლენტის მთელ სიგანეზე.

 

  • ემისიის სტანდარტი: სტანდარტიIIIa 
  • წონა: 20.000 კგ

 

დაუკავშირდი მენეჯერს დაუკავშირდი მენეჯერს

მზგავსი მოდელები

BMF 2500 M

  • ემისიის სტანდარტი: სტანდარტი IIIa 
  • წონა: 21.000 კგ

 

BMF 2500 S

  • ემისიის სტანდარტი: სტანდარტიIIIa / აშშ-ს გარემოსდაცვითი სააგენტოს სტანდარტი 3
  • წონა: 20.000 კგ

 

callback