ახალი დასატვირთ-განსატვირთი მანქანა LH 40 C Port სპეციალურად არის შექმნილი შერეული ტვირთების დასამუშავებლად საპორტო დასატვირთ-განსატვირთ ოპერაციებში, გამოირჩევა უკიდურესად მაღალი ტვირთამწეობით და მოქმედების ძალიან დიდი რადიუსით. ახალი, წონის მიხედვით ოპტიმიზირებული აღჭურვილობის წყალობით გარანტირებულია მძლავრი ოპერაციები და, შესაბამისად, მაქსიმალური წარმადობა მინიმალური დანახარჯებით ერთ ტონა დამუშავებულ მასალაზე. საბაზო მანქანის და აღჭურვილობის მოდულური სტრუქტურა გთავაზობთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს ნებისმიერი სიტუაციისთვის. მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობასთან ერთად, მანქანის ინდივიდუალური ადაპტაცია შესაბამის მოთხოვნებთან უზრუნველყოფს ტვირთების დამუშავების მაქსიმალურ სიმძლავრეებს გამორჩეული ეკონომიურობის ფონზე.