ახალი დასატვირთ-განსატვირთი მანქანა LH 150 Industry აერთიანებს თანამედროვე და ინოვაციურ კონცეფციას არაჩვეულებრივ წარმადობასთან და უკიდურესად გამძლე კონსტრუქციასთან. ჯილდოს მფლობელი Liebherr-ის რეგენერაციული ენერგეტიკული კვების სისტემა, ან მრავალკონტურიანი ჰიდრავლიკის სისტემა „Positive Control” („პოზიტიური მართვა“) მრავალფეროვანი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის ორ ნათელ ნიმუშს წარმოადგენს. საბაზო მანქანის და აღჭურვილობის მოდულური სტრუქტურა გთავაზობთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს ნებისმიერი სიტუაციისთვის. მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობასთან ერთად, მანქანის ინდივიდუალური ადაპტაცია შესაბამის მოთხოვნებთან უზრუნველყოფს ტვირთების დამუშავების მაქსიმალურ სიმძლავრეებს გამორჩეული ეკონომიურობის ფონზე.